ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეცხრე დღეც. გადავხედეთ განვლილ მასალას, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ყველა საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების დონეზე იყო გაკეთებული. რამდენიმეს შესახებ.
საინტერესო პროექტი წარმოადგინეს ქვეშის სკოლის პედაგოგებმა: მანანა სამხარაძემა და მედეა კაჯილაშვილმა.
მანანა სამხარაძის პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა რელიგიური განათლების სრულყოფას, კერძოდ, ხელს უწყობს, მოსწავლეებმა გააცნობირონ რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის რელიგიური შეხედულებები ხალხის კულტურასა თუ განვითარებაზე. ასწავლის მოსწავლე-ახალგაზრდობას სხვა რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთუერთობას, უნერგავს მათი პატივისცემის გრძნობას. ასე, რომ რევანდელ პრობლემებს ეხმაურება.
რაც შეეხება მედეა კაჯილაშვილს, მისი პროექტი მსოფლიოს შვიდ საოცრებაზეა და მიზნად ისახავს მოსწავლეების მიერ ისტორიული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე გადმოცემას, ამით ხელს უწყობს როგორც საგანთა შორის კავშირს, ისე უცხო ენის მაღალ დონეზე ფლობას.
ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა აგრეთვე მეხუთე სკოლის პედაგოგის- ნანა ქავთარაძის პროექტმა ელექტრონული დენის ალტერნატიული წყაროების შესახებ. მოსწავლეებში ეს ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, თეორიული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას, მოტივაციის ამაღლებას.
ძალიან მომეწონა შენი პროექტი: " მამული, ენა, სარწმუნოება." ის ეხმიანება თანამედროვეობას და ასწავლის მოსწავლეებს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და რა როლს ასრულება ენა, მამული, სარწმუნოება ნებისმიერი ერის მსოფლიო ერების გვერდით დაყენების საქმეში.
ReplyDelete