Thursday, March 9, 2017

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგის განვლილი კურსი ძალიან საინტერესო და  მრავლის მომცემი იყო ჩემთვის. ვისწავლე ბევრი რამ. მივიღე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მომეხმარება ჩემი პედაგოგიური საქმიანობის წარმართვაში თანამედროვე მოთხოვნების დონეზე. კერძოდ, ძალიან წამადგება საქაღალდის ბლოგზე ატვირთვა, პროექტის პრეზენტაციის მომზადება  ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ბუკლეტების დამზადება პროექტზე მუსაობისა და ა.შ.

ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეცხრე დღეც. გადავხედეთ განვლილ მასალას, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ყველა საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების დონეზე იყო გაკეთებული.  რამდენიმეს შესახებ.
საინტერესო პროექტი წარმოადგინეს ქვეშის სკოლის პედაგოგებმა: მანანა სამხარაძემა და მედეა კაჯილაშვილმა.
მანანა სამხარაძის პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა რელიგიური განათლების სრულყოფას, კერძოდ, ხელს უწყობს, მოსწავლეებმა გააცნობირონ რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის რელიგიური შეხედულებები ხალხის კულტურასა თუ განვითარებაზე. ასწავლის მოსწავლე-ახალგაზრდობას  სხვა რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთუერთობას, უნერგავს მათი პატივისცემის გრძნობას. ასე, რომ რევანდელ პრობლემებს ეხმაურება.
რაც შეეხება მედეა კაჯილაშვილს, მისი პროექტი მსოფლიოს შვიდ საოცრებაზეა და მიზნად ისახავს მოსწავლეების მიერ ისტორიული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე გადმოცემას,  ამით ხელს უწყობს როგორც საგანთა შორის კავშირს, ისე  უცხო ენის მაღალ დონეზე ფლობას.
ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა აგრეთვე მეხუთე სკოლის პედაგოგის- ნანა ქავთარაძის პროექტმა ელექტრონული დენის ალტერნატიული წყაროების შესახებ. მოსწავლეებში ეს ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, თეორიული ცოდნის ცხოვრებაში  გამოყენებას, მოტივაციის ამაღლებას.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში. გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და დარედიქტირებული საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე. დღევანდელმა დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლობა ქალბატონ ქეთის, ჩვენს დაუღალავ ტრენერს.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

კიდევ ერთი საინტერესო დღე გვქონდა. გავიმეორეთ გავლილი მასალა, გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
დიდი მადლობა ჩვენს შესანიშნავ ტრენერს.