Sunday, February 26, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
მეექვსე დღემაც შესანიშნავად ჩაიარა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, მოსწავლის პრეზენტაციაზე. გადავხედეთ გეგმებს, გავიმდიდრეთ ცოდნა, რაც ჩვენი ტრენერის დიდი დამსახურებაა. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.
Saturday, February 25, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩვენთვის ეს დღეც. გავიმეორეთ გავლილი მასალა, გავეცანით საავტორო უფლებებსა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს, გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ბლოგი. დიდი მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო ლექციისათვის.
Sunday, February 19, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
დღევანდელმა ღემაც მეტად საინტერესოდ ჩაიარა: განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, დროში გავწერეთ შეფასების გეგმა,გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. დიდი მადლობა ქეთევან ცერაძეს.
Saturday, February 18, 2017
ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სტანდარტების დადგენასა და მიზნის განსაზღვრაზე, ასევე განვიხილეთ საკვანძო კითხვები. ტრენინგი იყო ძალიან ბევრის მომცემი, საინტერესო და ნაყოფიერი, რაც, უდავოდ, ქალბატონ ქეთი ცერაძის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას.
Sunday, February 12, 2017
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღემაც საინტერესოდ ჩაიარა, მიმოვიხილეთ პროექტები,გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს, ვორდის ინსტრუმენტებს, ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე. გავიმდიდრეთ ცოდნა, რაც ქალბატონ ქეთი ცერაძის დიდი დამსახურებაა. მადლობა მას ასეთი საინტერესო ლექციისათვის.
Saturday, February 11, 2017
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორტფელიოს საქაღალდე, კურსის რესურსებსა და მის შენახვაზე ვიმუშავეთ. განვიხილეთ პროექტები, შევქმენით ბლოგი. ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაც ჩვენი ტრენერის ქალბატონ ქეთი ცერაძის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას.
Subscribe to:
Posts (Atom)